Hot line:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ქუთაისში იმყოფება

10 February, 2019

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც სიმბოლურად კიპაროსის ხეც დარგო. პრეზიდენტს ქუთაისის მერის მოადგილეები ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა შეხვდნენ. ზურაბიშვილმა ასევე რიონჰესის ტერიტორია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი დღესვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელებს შეხვდება.

Share page