Hot line:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ქუთაისს ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე სტუმრობდა

6 December, 2018

დღეს ქუთაისს ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი სტუმრობდა. მასთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდნენ საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის დეპარტამენტის თანამშრომლები. სტუმრები ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა და ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მიიღეს. შეხვედრაზე ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაიმ მადლობა გადაუხადა ქუთაისის მერიას მჭიდრო თანამშრომლობისთვის. როგორც შეხვედრაზე ითქვა 2019 წლის ზაფხულში საქართველოში ამერიკული ფოლკლორული ანსამბლი გეგმავს სტუმრობას, რომელსაც მხარს ამერიკის საელჩოც უჭერს. ვიზიტის ფარგლებში ანსამბლს ქუთაისიც უმასპინძლებს. ამერიკელები ქუთაისში კონცერტებს გამართავენ სადაც ქართულ საგალობლებს შეასრულებენ.

Share page