Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

3 დეკემბერი შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღეა

3 December, 2018

დღეს  მსოფლიოში  შშმ პირთა  დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.  ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, საკრებულოს დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად ბავშვთა დღის ცენტრებში იმყოფებოდა. ბავშვთა დღის ცენტრებში „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ და სარეაბილიტაციო ცენტრი“ნაიო.“ სტუმრებმა პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია ჩვენი განვითარების წინაპირობაა. სამწუხაროა, საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი. ამ დღის აღნიშვნა აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ეს ადამიანები მიიღოს თანაბარუფლებიან წევრებად" განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

Share page