Hot line:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისში მარტივი ტიპის მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

28 September, 2018

ქუთაისში მარტივი ტიპის მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. ერთ ერთი მოედანი ლესელიძის ქუჩა # 1 ში ეწყობა. ამ დროისთვის ასფალტის დაგების სამუშაოები სრულდება, რომლის მიმდინარეობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერეს.

სტადიონი ფრენბურთის, კალათბურთისა და მინი ფეხბურთის სათამაშოდ არის განკუთვნილი. მიმდინარე წელს 11 ასეთი სტადიონი გაკეთდება და ბიუჯეტიდან 450 000 ლარი დაიხარჯება . სამუშაოები 11-ივე სტადიონზე ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მასზე ზრუნვა მთავრობის პრიორიტეტია, ამ კუთხით მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ. მოედნების მოწყობა მათ შორის ერთ ერთია“-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

Share page