Hot line:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგეს

8 August, 2018

ქუთაისში, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარნომადგენლებმა და მოქალაქეებმა ომში დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს. 
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან დღეს 10 წელი გავიდა, 8 აგვისტო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე მეტი გაიღეს სამშობლოსათვის. მათ არასოდეს დაივიწყებს ქართველი ხალხი“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
მემორიალთან ასევე მოეწყო აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო გამოფენა.

Share page