Hot line:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერმა მეხანძრე მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

12 June, 2018

 

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ დალაქიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიასთან ერთად მეხანძრე–მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მაშველების საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა დაათვალიერეს. გაეცვნენ მათი მუშაობის სპეციფიკას. „ეს ადამიანები არიან ნამდვილი გმირები. საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიცავენ ჩვენ. მნიშვნელოვანია მეხანძრე-მაშველების როლი და მისია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც მოვედით და კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ჩვენი დიდი პატივისცემა“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. 12 ივნისი მეხანძრე-მაშველის დღეა. პროფესიული დღესასწაული საქართველოში 2016 წლიდან აღინიშნება

  

Share page