საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის ვიცე-მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია. საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 335 222 ლარით ფინანსდება. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია წითელი და მწვანე დარბაზები. პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზის გადიდება, სველი წერტილების მოწყობა და ბავშვებისთვის სამეცადინო ოთახების დამატება. სულ 6 ოთახი. ასევე განხორციელდება შენობის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საჭადრაკო სკოლა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს უმასპინძლებს.მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.


ბოლო სიახლეები

დღეს ქუთაისში ავღანეთიდან საბჭოთა ჯ ...
2018-02-15 64
საქართველოს რეგიონული განვითარებისა ...
2018-02-13 96
დავით აღმაშენებლის ხსენების დღის აღ ...
2018-02-07 1110
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია პირვე ...
2018-02-07 168
დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპ ...
2018-02-04 213
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text