ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულომ რიგით მესამე სხდომა გამართა

სხდომას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან და მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად ესწრებოდა. საკრებულოს სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცება იყო. ქუთაისის მერის განცხადებით ,მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის მთავარი მიზანი, ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის მეტი ეფექტურობა და ყველა არსებული სერვისის მოსახლეობისთვის მარტივად ხელმისაწვდომობა. მერიაში კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუქმდა. ხოლო ეს ფუნქციები შესაბამის -“ააიპებს" გადაეცათ. "მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეუქმებინა ეს სამსახური და ცალკე გამოგვეყო კულტურისა და სპორტის განყოფილებები. ერთი ის, რომ ისინი უფრო ეფექტურად იმუშავებენ და მეორეც, აღარ მოხდება ორმაგად ხელფასის გადახდა იმ თანმშრომლებისთვის, რომლებიც ერთნაირ ფუნქციებს ასრულებდნენ",-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. რეორგანიზაციის ფარგლებში ასევე, ორად გაიყო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური. ქუთაისის მერის თქმით, არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი მშენებლობაზე ნებართვას გასცემდეს და თვითონვე ახდენდეს მის ზედამხედველობას. რეორგანიზაციის ფარგლებში ქუთაისის მერიაში კვლავ ცხრა სამსახური იქნება. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 21 საკითხი განიხილეს: 1.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 დეკემბრის N151 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 3.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ 4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ 5.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ 6.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ 7.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ 8.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ 9.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ 10.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ 11.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ 12.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სამხედრო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ 13.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ 14.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ 15.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 16.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 17.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 18.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 19.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ 20.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ 21."ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის "ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებისათვის" პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ,თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიცილაპიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ". აღნიშნული საკითხები ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.


ბოლო სიახლეები

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საქ ...
2018-01-23 11
თაბუკაშვილის ქუჩაზე 36-ე სკოლამდე მ ...
2018-01-23 12
წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოებ ...
2018-01-23 23
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2018 ...
2018-01-23 44
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ქუთაისში სა ...
2018-01-22 35
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text