ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ავტოქარხნის დასახლებაში მდინარე ოღასკურის გაწმენდით სამუშაოები დაათვალიერა

მერთან ერთად სამუშაოებს ვიცე მერი გიორგი იობაშვილი, იმერეთის მხარის ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და ააიპ სპეციალური სერვისების ხელმძღვანელები გაეცვნენ. მდინარე ოღასკურა უხვი ნალექის დროს დიდდებოდა და კალაპოტიდან გადმოდიოდა რაც პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. ქუთაისის მერის განცხადებით, ოღასკურის კალაპოტის წმენდა ადგილობრივი ძალებით ხორციელდება თუმცა, იგეგმება მდინარის კალაპოტის სრული წმენდა, რისთვისაც პროექტი მზადდება და მდინარე ოღასკურას მთელი კალაპოტი გაიწმინდება. ,,მდინარე ოღასკურამ რამდენიმე თვის წინ ადიდების შედეგად სერიოზული ზარალი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს. საჭიროა მდინარის კალაპოტის სრული წმენდა რომლისთვისაც პროექტი მზადდება და კალაპოტის სრული გაწმენდის შემდეგ ადიდებული ოღასკურა მოსახლეობას პრობლემებს აღარ შეუქმნის,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ


ბოლო სიახლეები

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საქ ...
2018-01-23 11
თაბუკაშვილის ქუჩაზე 36-ე სკოლამდე მ ...
2018-01-23 12
წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოებ ...
2018-01-23 23
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2018 ...
2018-01-23 44
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ქუთაისში სა ...
2018-01-22 35
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text