ქუთაისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი

ქუთაისის მერიაში ,,ქორთიარდ მარიოტის" წარმომადგენელმა და თემურ ჭყონიამ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით თემურ ჭყონია ააშენებს 100-ზე მეტ ნომრიან 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, ხოლო მართვაში გადაეცემა ,,ქორთიარდ მარიოტს". სასტუმრო დავით აღმაშენებლის მოედანზე ახლად აშენებული ,,მაკდონალდსის" გვერდით განთავსდება. ადგილი სადაც 13 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები. ,,ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც ბოლო წლებში ქუთაისში განხორციელებულა. სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესებში რა თქმა უნდა ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ქუთაისი ეკონომიკურად მზად არის, რომ აქ 5 ვარსკვლავიანი 100-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო იყოს. მიხარია , რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს შეთანხმება მოხდა. "-აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.


ბოლო სიახლეები

ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა ...
2017-10-18 61
ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკ ...
2017-10-07 162
ფოტოკონკურსი ...
2017-10-05 258
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობი ...
2017-10-01 217
პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯი ...
2017-09-29 238
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text