საერთაშორისო კონფერენცია „დეცენტრალიზებული თანამშრომლობა რეგიონები და ქალაქები განვითარებისათვის“

საერთაშორისო კონფერენცია „დეცენტრალიზებული თანამშრომლობა რეგიონები და ქალაქები განვითარებისათვის“ მ/წლის 10-11 ივლისს ბელგიის სამეფოს ქ.ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მიწვეული იყო ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი შოთა მურღულია, საერთაშორისო კონფერენციაზე „დეცენტრალიზებული თანამშრომლობა რეგიონები და ქალაქები განვითარებისათვის“ . აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. განხილულეს დეცენტრალიზებული თანამშრომლობის მიზნები და საშუალებები თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ურთიერთობა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასთან ევროკავშირის 2030 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით. კონფერენცია ევროპის საბჭოსა და ევროპის რეგიონალური კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყნის 600-მდე დელეგატი. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, შეხვედრები გამართა ALDA-ს გენერალურ მდივანთან ქ-ნ ანტონელა ვალმორბიდასთან. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ქუთაისი წარადგინა ქ.ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. მან ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმებისა და განვითარებადი განათლების შესახებ (რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართვას გულისხმობს) . ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, დემოკრატიის პროცესების ხელშეწყობაზე. ,,დეცენტრალიზებული თანამშრომლობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის განვითარებისათვის. დეცენტრალიზებულ თანამშრომლობას აქვს ბევრი ბენეფიტი, როგორც ევროკავშირის წევრი ისე არაწევრი ქვეყნებისთვის. მთავარი ინიციატივა არის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივ მმართველობაში და იმ პირობების შექმნა რომელიც დამყარებული იქნება ნდობაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, ჩართულობაზე და აქტიურ მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის გზა დემოკრატიისკენ. დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დგანან გამოწვევების და ამავე დროს შესაძლებლობების გზაზე, რომელიც კავშირშია დეცენტრალიზებულ თანამშრომლობასთან. დეცენტრალიზაციის უმთავრეს ამოცანას ხომ დამოუკიდებელი ინიციატივის უზრუნველყოფა და წახალისება წარმოადგენს, ხოლო მისი მიზანია სოციალური ფორმების სიჯანსაღე და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა და გაძლიერება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოადგენს მნიშვნელოვან ღერძს დემოკრატიისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობისათვის. „- აღნიშნა შოთა მურღულიამ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაში უნდა აღინიშნოს ისეთი ორგანიზაციების წვლილი და როლი როგორიც არის ,,ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო“ (ALDA) და ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“ (LDA Georgia). ,,ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის " – NALAG აქტიური როლი ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროცესში, მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.


ბოლო სიახლეები

ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა ...
2017-10-18 61
ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკ ...
2017-10-07 162
ფოტოკონკურსი ...
2017-10-05 258
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობი ...
2017-10-01 217
პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯი ...
2017-09-29 238
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text