ქუთაისის მერიის ორგანიზებულ ბანაკში ახალგაზრდების მესამე ნაკადი გაემგზავრა

მერიის მიერ ორგანიზებულ ბანაკში, რომელიც დაბა ურეკში მოეწყო ლატვიელი ახალგაზრდები ისვენებენ. რიგადან ჩამოსულ 12 ადამიანს, ბათუმის აეროპორტში ქუთაისის ვიცე მერი ნოდარ მიქიაშვილი და გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დახვდნენ. ლატვიელები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ურეკში 8 დღე დაჰყოფენ. საბანაკო ცხოვრების გარდა ისინი საქართველოს ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. სტუმრები ქართველ ბავშვებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებშიც ჩაერთვებიან. ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით ურეკში დასასვენებლად ქუთაისის საჯარო სკოლების VIII-IX-X-XI კლასის სოციალურად დაუცველი და წარმატებული მოსწავლეები იმყოფებიან. მოსწავლეთა შერჩევა საჯარო სკოლებისა და სოციალური სამსახურის მიერ მოხდა.


ბოლო სიახლეები

ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ...
2017-09-19 41
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო ...
2017-09-18 47
ქუთაისში მშენებელთა დღე აღინიშნა ...
2017-09-16 88
ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალი სასწ ...
2017-09-15 89
ქუთაისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო , ...
2017-09-12 148
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text