დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისში იმყოფებიან

დღეს ქუთაისში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ტიფან სალდერი და საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩამოვიდნენ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სტუმრობა ქუთაისსა და ლონდონს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის დაწყების ფაქტს უკავშირდება. 18 ივნისს, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“ რეგულარულ ფრენებს იწყებს. საელჩოს თანამშრომელთა განცხადებით, ბრიტანეთი დაინტერესებულია ტურისტები ქუთაისში დიდხანს გაჩერდნენ, ასევე გარანტირებული იყოს მათი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხები. სტუმრები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღეს. შეხვედრას ქუთაისის ჯანდაცვის ობიექტების , საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


ბოლო სიახლეები

საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალ ...
2017-10-27 192
ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა ...
2017-10-18 239
ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკ ...
2017-10-07 331
ფოტოკონკურსი ...
2017-10-05 429
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობი ...
2017-10-01 389
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text