მერთან არსებული ბიზნეს საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბიზნეს საბჭოს თანათავმჯდომარე კონსტანტინე ქავთარაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განხილული იქნა კონკურსის „წლის ბიზნესი 2016“ ჩატარების საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის: დაჯილდოების ნომინაციები, კონკურსის მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები, გამარჯვებულთა გამოვლენის პროცედურები და ა.შ. სხდომაზე მოსმენილი და გათვალისწინებული იქნა ბიზნეს-საბჭოს წევრების მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური კონკურსის გამოცხადებას მიმდინარე თვეში გეგმავს. აღნიშნული კონკურსი იმართება ქუთაისში რეგისტრირებული ბიზნეს-კომპანიების მხარდაჭერის, სტიმულირებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ის ტრადიციად დამკვიდრდა ქალაქში და ყოველწლიურად ტარდება. პირველი ასეთი კონკურსი 2016 წელს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ქუთაისში რეგისტრირებულმა 42 -მა კომპანიამ, რომელთაგან გამარჯვებულები გამოვლინდნენ 12 სხვადასხვა ნომინაციაში.


ბოლო სიახლეები

ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა ...
2017-10-18 61
ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკ ...
2017-10-07 162
ფოტოკონკურსი ...
2017-10-05 258
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობი ...
2017-10-01 217
პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯი ...
2017-09-29 238
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text