ნინო თვალთვაძე
მერის მოადგილე
დაბადების თარიღი: 03.06.1985
დაბადების ადგილი: ქუთაისი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ელ. ფოსტა:

დაიბადა 1985 წლის 3 ივნისს, ქალაქ ქუთაისში.

1991-2002 წლებში სწავლობდა ქალაქ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე–3 საშუალო სკოლაში;

2002 წელს სწავლა განაგრძო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე –სამართალმცოდენობის სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაასრულა 2007 წელს.

2017 წლიდან არის ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, იყო რამდენიმე პროექტის კოორდინატორი, ხოლო 2009–2011 წ.წ. ეჭირა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის პოზიცია.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა კერძო სექტორში –სამშენებლო კომპანიის იურისტის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2014 წ.წ.  გახლდათ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის იურისტი და შემდგომ ადმინისტრაციული მენეჯერი.

2009 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სამართლის დარგში, 2007–2012 წ.წ.–ში გახლდათ შ.პ.ს „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის“ ლექტორი, ხოლო 2009-2016 წ.წ.–ში აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ლექტორი;

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, მონაწილეობდა ტრენინგებსა და სემინარებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

2013 წელს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სამართლებრივი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გაიარა სტაჟირება ჩიკაგოს ადამიანის უფლებების კომისიაში, ამავე დროს მას გადაეცა სამართლებრივი პროცესისა და მმართველობის „პროფესიული სტაჟირების წარმატებით გავლის სერტიფიკატი“;

2014 წლიდან დაიკავა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღამასრულებელი დირექტორის თანამდებობა, 2016 წლიდან კი ასრულებდა ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული ასოციაციის (ALDA) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოორდინატორის ფუნქციას, გახლდათ რამდენიმე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორი.

2015 წლიდან თანამშრომლობს ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესთან მოწვეული ექსპერტის რანგში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ბოლო სიახლეები

ქუთაისში ახალი საახალწლო განათებები ...
2017-12-14 59
არჩილ კოსტავას მემორიალური დაფის გა ...
2017-12-12 63
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...
2017-12-08 193
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრ ...
2017-12-08 140
ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა–ბაღების ხე ...
2017-12-04 290
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text